Friday, July 5, 2019

კვლევა



               პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

  
      როგორ გავზარდოთ საბაზო საფეხურის მოსწავლეების მოტივაცია მასწავლებლის როლის გათვალისწინებით ისტორიის სწავლებისას

                 
                                 /კვლევის   ანგარიში/
                                     2018-2019 წელი
 
 
                   პედაგოგი: ლეილა თეთრუაშვილი








კვლევის სტრუქტურა

შესავალი...................................................................................................................................4.

     თავი I - საკვლევი საკითხის მიმოხილვა.............................................................................5.
1.1  საკვლევი თემის აქტუალურობა
1.2  პრობლემის ანალიზი
1.3  კვლევის მიზანი

    თავი II - ლიტერატურის მიმოხილვა..................................................................................10.
2.1 მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებები

    თავი III - მეთოდოლოგია და საკვლევი კითხვები............................................................21..
3.1 საკვლევი კითხვები : მთავარი შეკითხვა
3.2 კვლევის სამიზნე ჯგუფები
3.3 კვლევის განრიგი/ვადები

        თავი IV - კვლევის შედეგები......................................................................................25..
4.1 მონაცემების ანალიზი
4.2 ინტერვიუ მასწავლებლებთან
4.3 ანკეტა ადმინისტრაციისთვის
4.4 ძირითადი მიგნებები

       


    თავი V - ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები....................................................30...
5.1 ინტერვენცია
5.2ინტენვენციის მიზანი
5.3 ინტერვენციის შეფასება
5.4 ინტერვენციის შედეგები

    თავი VI - რეკომენდაციები და კვლევის შედეგები..................................................33.....
6.1 რეკომენდაციები
6.2 კვლევის შედეგები

     თავი VII - დასკვნა.....................................................................................................35....
7.1 დასკვნა
7.2 კოლეგებთან გაზიარება
გამოყენებული ლიტერატურა.....................................................................................36
დანართი...............................................................................................................................37




      შესავალი:
   ეს ნაშრომი წარმოადგენს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ლეილა თეთრუაშვილის  მიერ განხორციელებულ კვლევის   ანგარიშს .
      კვლევის  მიზანია
ü  საბაზო საფეხურის მე-9  კლასის მოსწავლეებში
სწავლისადმი დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა
ü  საბაზო საფეხურის მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა მასწავლებლის როლის გათვალისწინებით
                        ნაშრომი შედგება 7-თავისაგან
I.თავში მოცემულია საკვლევი საკითხის აქტუალობა,  კვლევის 
მიზანი, კვლევის  სტრუქტურა და ძირითადი დასკვნები. 
II. თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები  და კვლევები მოტივაციის ამაღლებაზე
III.  თავი მოიცავ   საკვლევი  საკითხის კითხვებს ,კვლევის სამიზნე  ჯგუფს, კვლევის მეთოდებს.
IV. თავი ეხება კვლევის შედეგებს ,მონაცემთა ანალიზს ,ძირითად მიგნებებს და ინტერვენციებს.
V. თავში განხილულია  ინტერვენციის მეთოდები და შეფასება.
VI. თავში აღწერილია კვლევის ჯგუფის  რეკომენდაციები და შედეგები.
VII. თავი არის დასკვნა.
კვლევის ანგარიშს თან ახლავს ბიბლიოგრაფია და დანართები.
                         




                                           I  თავი
          საკვლევი თემის აქტუალობა
     მოსწავლეთა მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში სერიოზული და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ზოგადად საბაზო საფეხურის მოსწავლეებში მოტივაციის დონე დაბალია, ამიტომ  მოტივაციის გაზრდა მოსწავლეებში სწავლების პროცესში  გათვალისწინებულია. მოსწავლე უნდა ხედავდეს  დავალების მიზანს და საჭიროებას. ასეთ შემთხვევაში  კი  მოსწავლის  მოტივაცია იზრდება და რაც ყველაზე მთავარია თვითონ მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეს  ამა თუ იმ კონკრეტული დავალების  კონკრეტული მიზანი. აუცილებელია მოსწავლემ დაინახოს  კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.
    ჩემთვის ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან ჩანს  რომ სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია სასკოლო სწავლების  მე-2-ე   საფეხურზე გადასვლისას. ამიტომ მნიშვნელოვანია  იმის განსაზღვრა  როგორ გავხადოთ  მოსწავლე  მოტივირებული მასწავლებლის როლის გათვალისწინებით და დავსახო ინტერვენციები  ,რომელიც  გაუღვიძებს ინტერესს საქართველოს ისტორიისადმი  როგორც საკუთარი ქვეყნის  ისტორიისა.“
    აღნიშნული საკითხით  ძალიან დაინტერესებული ვარ  და ამ საქმეში  მასწავლებლის დიდ როლთან  ერთად  ვითვალისწინებ სკოლაში არსებულ გარემოსაც. ამიტომ დიდი სურვილი მქონდა და მაქვს კოლეგებთან და მშობლებთან ერთად  მოვახდინო  პრობლემის იდენტიფიცირება და ამ პრობლემის აღმოფხვრას  შევეცადოთ.
    მოტივაცია მნიშვნელოვანია, როგორც კარგი შედეგების მისაღებად, ასევე იმ მოსწავლეთა პროცესში ჩასართავად, რომლებიც მუდმივად ქმნიან .პრობლემებს თავიანთი ყოფაქცევით და როგორც,, ერ. სასწავლო გეგმა მუხლი 34 მიუთითებს“- მოტივაცია მოსწავლეებში მთავარია. მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობის და სხვადასხვა სახის პროგრამებში სწავლა სწავლების ტრადიციული მოდელები იწვევს. თანამედროვე ეროვნულ სასწავლო გეგმის შემოღების შემდეგ ამ პრობლემას მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცა, რადგან მოტივაცია დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე სწავლასთან  დაკავშირებით.
    კვლევის ჩატარება განაპირობა იმ საკითხმა, რომ აღნიშნული კლასის მოსწავლეები კერძოდ მეცხრე  კლასი მაქვს მხედველობაში უკეთ სწავლობდნენ მეხუთე, მეექვსე  კლასებში ახლა კი ისინი იმყოფებიან საბაზო საფეხურზე და ნაკლები აქვთ  მოტივაცია, ნაკლები ინტერესია საგნისადმი. მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არ არის ჯანსაღი ურთიერთობა, ნაკლებად ეძლევათ მოსწავლეებს იმის საშუალება, რომ აირჩიონ თემა ან საკითხი. ნაკლებია საბაზო საფეხურის მოსწავლეებში მასწავლებლის როლი მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებით.  სუსტ მოსწავლეს ნაკლები აქვს ყურადღება. გასათვალისწინებელია, თითოეული მოსწავლის საჭიროებები, ინტერესები, სწავლის სტილი და შესაძლებლობები.
 მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ვაკვირდებოდი მეცხრე კლასის მოსწავლეებს და მათი სწავლის პროცესის მოტივაციას და აშკარად შევამჩნიე აღნიშნული საგნისადმი ნაკლები ინტერესი. მათ აღარ სურდათ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში და სასკოლო  გამოცდებში ჩართვა. ამ კლასიდან იკლო მოსწავლეთა
უმრავლესობამ მონაწილეობა მიეღო სასკოლო ტურებსა და ოლიმპიადებში. ყოველთვის რაღაც არაა მნიშვნელოვანი მიზეზებით იმართლებდნენ თავს და კლასის ნაწილიღა აქტიურობდა.
     ჩემი, როგორც მასწავლებლის მთავარ ფუნქციას კი წარმოადგენს ავუმაღლო მოსწავლეებს მოტივაცია საქართველოს ისტორიაში. ყველა საგანი მნიშვნელოვანია მაგრამ არ იცოდე ან არ გაინტერესებდეს შენი ერის ისტორია ეს რთული საქმეა.
  ამიტომ, ჩემი აზრით აღნიშნული საკითხი მეტად აქტუალურია, ამის ნიადაგზე გადავწყვიტე კვლევა ჩამეტარებინა საბაზო საფეხურის მეცხრე კლასის მოსწავლეებთან საქართველოს ისტორიის სწავლების ინტერესის გაღვიძების მიზნით.
    ჩემი მიზანი იყო: ამემაღლებინა მოტივაციის დონე თვითონ მასწავლებლის როლის  გათვალისწინებით საქართველოს ისტორიის სწავლებისას. წინასწარ გავაანალიზე და ეტაპობრივად დავგეგმე კვლევა არსებულ საკითხთან დაკავშირებით, მოვიძიე და გავეცანი შესაბამის ლიტერატურას. დავისახე ინტერვენციები, რომელიც ხელს შეუწყობდა მოტივაციის ამაღლებას.
         ი:  რატომ გადავწყვიტე მოტივაციასთან არსებული პრობლემის განხილვა და ამ პრობლემის გზების ძიება?
„დღეს არავინ დავობს, რომ სწავლის მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. აღარც ის მოსაზრებაა საეჭვო, რომ სწორედ მასწავლებელზე  და არა ცალკეულ დისციპლინაზეა დამოკიდებული მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხი“ *(maststavlebeli.ge - ინტერნეტ გაზეთი, სწ. მოტივაცია თეორიები სტრატეგიები, 1 აპრილი 2013 წლის მარიკა სიხარულიძე)
და ამიტომაც ჩემი საკმაოდ დიდი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე დაკვირვებით ი კვეთება , რომ  მოსწავლეების მოტივაცია კერძოდ  საქართველოს ისტორიისადმი აღარ არის მაღალი, რის საფუძველსაც -გვაძლევს მიმდინარე სასწავლო პროცესი. მოსწავლეების მოტივაცია სხვადასხვა ფაზებში განსხვავებულია. მასწავლებლის როლი ნაკლებად ჩანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების კუთხით. მოსწავლეები აღარ არიან თანამშრომლობით პოზიციაში სხვადასხვა სახის პროექტების დროს. ისინი პასიურები არიან და როგორც ზემოთ აღვნიშნე ნაკლებად ერთვებიან ღონისძიებებში. საგაკვეთილო პროცესებში გახდნენ თვითდაჯერებულები. ისინი თანდათან შორდებიან საგანს და ზედაპირულად ეკიდებიან სასწავლო პროცესს, ასევე პასიურები არიან ვიქტორინის საკლასო დისკუსიების , ოლიმპიადების და გამოცდების დროს. ამ საფეხურზე ზოგადად მოტივაცია ნაკლებია სწავლისადმი და მოითხოვს სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელებას. არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ გრძელდება წლების განმავლობაში და მისი საბოლოო მოგვარების ან შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. პრობლემა პრობლემად რჩება- მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, მათ არ გააჩნიათ სწავლისადმი არც შინაგანი და არც გარეგანი მოტივაცია,  რადგან არც დაწერილი ქულა აინტერესებთ და არც სადამსჯელო სანქცია არსებობს, რაც მათი ქცევის ცვლილებას გამოიწვევდა.
     მოტივირებულ მოსწავლეს სწავლა სიამოვნებას ანიჭებს და კარგ ნიშნებსაც ღებულობს. მოტივაცია წარმატებული სკოლის კარიერისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენია ყველა მოსწავლისათვის წარმატების ფორმულაა: შეუძლია ამის გაკეთება - მაგრამ... და სწორედ ეს არის ის სადაც პრობლემა მდგომარეობს. ბევრ მოსწავლეს არ გააჩნია შიდა მოტივაცია იმის გამო რომ არ არის ნიჭიერი - ეს შესაძლოა იყოს მარტივი. ზოგიც ჯილდოს გამო სწავლობს, მაგრამ თუ შიდა მოტივაცია აქტიურია ეს მოსწავლის გონებაზეც აისახება. ვფიქრობ მიცემული დავალება უნდა იყოს მოსწავლის შესაძლებლობიდან გამომდინარე. ეს უნდა იყოს შეფარდებითი და თითოეული დავალების შესრულებისას მასწავლებელი ფასილიტატორის როლში უნდა გამოდიოდეს. იმან თუ რა დავადგინე მოსწავლეებთან ხშირი შეხვედრებისა და მშობლების გამოკითხვისას მივხვდი, რომ მშობელთა უმრავლესობა ბავშვებში სხვადასხვა გზით ცდილობს მოტივაციის ამაღლებას. რიგ შემთხვევაში ფულადი ჯილდოსა და საჩუქრების ყიდვით თუ კარგ ქულებს მიიღებს დაასაჩუქრებს, თუ ვერ დაიმსახურებს აღარ დაასაჩუქრებს. ეს არის მოტივაციის სქემა „სტიმული რეაქცია“. ბავშვი სწავლობს დასჯის შიშის გამო. ეს არის გარეგანი მოტივაცია, ხოლო შინაგანი მოტივაცია უფრო ხანგრძლივი და მართვადია.
თუმცა ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე უამრავი მიზეზი არსებობს,
რომ არ ჰქონდეს მოსწავლეს სწავლისადმი ინტერესი. ერთი შეხედვით
საქართველოს ისტორიის ვრცელი მასალაა.  რა ხელის შემშლელი
ფაქტორები არსებობს? და როგორ უნდა გავხადოთ მოსწავლე
მოტივირებული? რატომ უნდა განხორციელდეს სხვადასხვა სახის
ღონისძიებები? რატომ უნდა მოხდეს მასწავლებლის როლის
გათვალისწინებით მოსწავლეთა მოტივირება და საერთოდ სწავლა
სიხარულს უნდა ანიჭებდეს მოსწავლეს, როცა ისინი კარგად გრძნობენ
თავს. ე. ი. მოტივირებულნი არიან ახალი რომ შეიტყონ და ყველაფერი
გააკეთონ. მასწავლებლის როლის გათვალისწინებით შევეცადო ავუმაღლო
მოსწავლეებს მოტივაცია საქართველოს ისტორიის სწავლებისადმი. სადაც
მასწავლებლის პიროვნული თვისებები თამაშობს დიდ
როლს. შრომისმოყვარე და სამართლიან მასწავლებელს შეუძლია
უდიდესი წვლილის შეტანა მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
    ამ მიმართულებით  ჩემს პრაქტიკაში ვთვლი, რომ გარკვეული
საჭიროებები გამოიკვეთა. ყველა ზემოთთქმულის გათვალისწინებით აღნიშნული
საკითხი მეტად აქტუალურია.
                                         


     

 
   კ ვ ლ ე ვ ი ს        მ ი ზ ა ნ ი
     დღევანდელი ჩვენი განათლების მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება სწავლისადმი. კვლევის მიზანია საქართველოს ისტორიისადმი დაბალი მოტივაციის
     მიზეზების დადგენა, ანალიზი და მისი გამოსწორების გზების დასახვა. ინტერვენციის დაგეგმავდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კოლეგებს გავესაუბრე პრობლემასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი:
1.      მოსწავლეები დაწყებით საფეხურზე არ არიან დატვირთული, მასალა ადვილია ასათვისებლად ,მცირეა ამიტომ ცდილობენ თავი გამოიჩინონ კარგი სწავლით, ხოლო წლებთან ერთად იზრდება და რთულდება სასწავლო მასალის მოცულობა, რთულდება სასწავლო პროცესი. მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირთ ეროვნულ  სასწავლო გეგმას დაეწიონ.
2.      როცა მშობელი ვერ ეხმარება შვილს საშინაოდ მიცემული დავალების შესრულებაში და მარტო კი ვერ უმკლავდება დავალების შესრულებასთან წინააღმდეგობებს, იგი წყვეტს საგნის სწავლას. დგება კერძოდ მომზადების საჭიროება, რის საშუალებაც ყველას არ აქვს. ნაწილი მოსწავლეებისა კი სკოლაში ახერხებს თავისი ცოდნის რეალიზებას და სწორედ ასეთები მხოლოდ ნაწილია შინაგანად მოტივირებულნი, მოსწავლეთა ნაწილი კი საერთოდ აღარ ცდილობს სწავლას.
კვლევის მიზანიც ესაა ასეთი მოსწავლეების სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.
3.      მოსწავლეთა ჩართულობის ანუ მოტივაციის დაბალი მაჩვენებლის ერთერთი მიზეზი შეიძლება იყოს მოსწავლეთა გარდატეხის ასაკიც, როცა მოსწავლეებს სხვა ინტერესებიც უჩნდებათ და ნაკლებად აინტერესებთ სწავლა.
       მნიშვნელოვანია კვლევის ფარგლებში გაანალიზებული იქნას საქართველოს ისტორიის გაკვეთილზე როგორ ხდება საგნისადმი ინტერესის გაღვიძება, როგორია მასწავლებლის როლი, რომელი  სააზროვნო უნარების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) განვითარებას მოიცავს. რა სახის ღონისძიებებს მიმართავს მოტივაციის ამაღლების კუთხით, როგორ ხდება მარტივიდან რთულისაკენ გადასვლა.
    მე როგორც საგნის მასწავლებელი აუცილებელია მოვიკვლიო საქართველოს ისტორიის გაკვეთილზე მოტივაციის გაზრდა. აქ კვლევაში მონაწილე 10 მოსწავლიდან 4 მოსწავლე დაბალი აკადემიური მოსწრების მქონეა და სწავლისადმი დაბალი მოტივაციით გამოირჩევა. ცნობისმოყვარეობის გაღვიძება და ინტერესის წარმოქმნა მასწავლებლის დახმარებით, რატომ ვსწავლობთ საერთოდ? კარგი ნიშნები და შექება თუ უწყობს ხელს მოტივაციის ამაღლებას ან სხვადასხვა სახის პროექტებში ჩართვა. ჩემი მიზანია გაუღვიძო მოსწავლეებს საგნის სწავლისადმი სიყვარული და ინტერესი, დავანახო მისი საჭიროება. პრობლემის გამოსასწორებლად ინტერვენციების დაგეგმა - განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოსწავლეებთან მცირე რეკომენდაციების შემუშავება. მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებული პრობლემის გზებზე მუშაობის დროს ჩემი, როგორც პედაგოგის როლი იმაში მდგომარეობს თუ როგორ უწყობ ხელს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. რას გავაკეთებ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით.            
                                                   
                                    II    თ ა ვ ი
      ა;     ყველაზე მნიშვნელოვანი , რის გაანალიზებაც  მიზნად დავისახე, ეს იყო მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებები.
      პრობლემის იდენტიფიცირების შემდგომ, კვლევის დაწყებამდე გადავწყვიტე გავცნობოდი სათანადო ლიტერატურას. კიდევ არაერთხელ დამედგინა :რას ნიშნავს  შინაგანი და გარეგანი მოტივაცია? რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე მუშაობა. რა სტრატეგიებს უნდა მიმართოს მასწავლებელმა მოსწავლეში მოტივაციის ასამაღლებლად . როგორ დავაბალანსოთ შინაგანი და გარეგანი  მოტივაციის  ასამაღლებელი  სტრატეგიები .მოტივაცია შინაგანი პროცესია ,რომელიც ადამიანს ქმედებებისაკენ უბიძგებს და გარკვეული მიზნის მიღწევისაკენ     მიმართავს.                                                                                                                                                
    მაღალი მოტივაციის მქონე მოსწავლე  მაღალი  აკადემიური მოსწრებისა და სასწავლო  პროცესის სასიამოვნოდ და სახალისოდ და  წარმმართველია.
     მოტივაციის ამაღლებისათვის  მასწავლებლები სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ .
1.დავალების შერჩევა მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით.
2. მათთვის არჩევანის უფლების  მინიჭება და საწინააღმდეგო მოსაზრებების თამამად გამოხატვის შესაძლებლობა.
      გარეგანი  მოტივაციის  სტრატეგიები :
1.      ჯილდო გაუმჯობესებული შედეგებისათვის.
2.       შეჯიბრის მოწყობა .
3.      სიტყვიერი  და წერილობითი   შექება
          მოტივაციის ამაღლების ძირითადი საშუალებები ა: პიროვნული ურთიერთობები , სასწავლო ურთიერთობები  და სასწავლო გეგმისა და კონკრეტული  პედაგოგის მიერ წამოყენებული სასწავლო  მოთხოვნები .
      თუ მასწავლებელი მოსწონთ მოსწავლეებს კეთილსინდისიერად ეკიდებიან  სასწავლო პროგრამას.  ნაკლებად ქმნიან  დისციპლინარულ პრობლემებს და ითვალისწინებენ მასწავლებლის მოთხოვნებს.
 გავეცანი:  სწავლება და შეფასება „მოტივაცია და მოტივაციის  ამაღლების  საშუალებები’’. მასწ. პროფ . განვითარ. ცენტრი  2008 წ.
     მოტივაციას განაპირობებს მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზება .მოტივაციას  განსაზღვრავს  ასევე მისი გარემო . პედაგოგი სისტემატურად  და გეგმაზომიერად უნდა მუშაობდეს  მოტივაციის ამაღლებაზე. ამ ტიპის სამუშაოები მას მიზნობრივად და თანმიმდევრულად  უნდა ქონდეს დაგეგმილი სასწავლო პროგრამაში.
       პედაგოგმა  მოტივაციის ორივე ფორმას  უნდა მიმართოს .თუმცა ყურადსაღებია ის ფაქტი  რომ შინაგანი მოტივაცია ბევრად უფრო მდგრადია და მოსწავლეთა  განვითარებას უწყობს ხელს .
        მოტივაციის  ამაღლებისათვის მასწავლებელმა მრავალგვარ  სტრატეგიას შეიძლება მიმართოს , მაგრამ ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს ასაკობრივი ჯგუფისა და  კონკრეტული მოსწავლის ხასიათის თუ მუშაობის  სტილის  თავისებურებებს .
       

     
გავეცანი:  სწავლის  მოტივაცია - თეორია და სტრატეგიები.
                                  Maswavl.ge.ინტერნეტ გაზეთი.2013 წ
        განათლების ფსიქოლოგები სწავლის  მოტივაციის განხილვისას 2- ძირითად ფაქტორს გამოყოფენ შინაგანს და გარეგანს. შინაგანი მოტივაცია ამა თუ იმ საკითხის შესწავლის  სურვილიდან გამომდინარეობს ის თანდაყოლილ ინტერესებზე კომპეტენციის ზრდასა და საკუთარი თავის  სრულყოფის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ასეთი მოსწავლის მიზანი ჯილდო ან დადებითი შეფასების მიღება არ არის .გარე ფაქტორებია  მაგ: უარყოფითი შეფასების ან სასჯელისთვის  თავის არიდების სურვილი.
      მასწავლებელმა სწორედ შინაგანი მოტივაციის გასაძლიერებლად არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა თუმცა  სამწუხაროდ ,ხშირად პირიქით ხდება და გარე ფაქტორების მეშვეობით ცდილობენ აამაღლონ  მოსწავლეთა წარმატების მოტივაცია. თითოეულ მოსწავლეს შევუქმნათ ღია პოზიტიური ატმოსფერო საკუთარი მისწრაფებებისა და მონაცემების გამოსავლენად . განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები გვირჩევენ მეტი ყურადღება  მივაქციოთ მოტივაციის ზოგიერთ ფაქტორს: მაგ. დადებით უკუკავშირს ,შესრულებადი ამოცანების დასახვას მოსწავლის  რეალისტურ ინტერესებზე  დაფუძნებული თემატიკას, არჩევანის უფლების მინიჭებას, კუთვნილების  შეგრძნების გაღვიძებას. მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობას „ურჩი  მოსწავლეებისათვის სასწავლო  სტრატეგიების შემუშავებას“. და ყოველივე ეს ფაქტორები შესაძლებელს ხდის მოსწავლეებში მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევას.  
მოსწავლის მიერ მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა. ფაქტორები კი  რომლებიც მოტივაციის ზრდას იწვევს ესენია. 
                                                                                                                                      .
     გავეცანი: ,,მოტივაცია  თეორიასა და პრაქტიკაში ‘’-მასწავლ. ჯი.
                                                                                                          24 ივნისი.2014.წ.                                        
ირ. აბულაძე.      
      „სწავლება ბევრს ნიშნავს, წახალისება კი-ყველაფერს“.
                                                                                                     ი. ვ. გოეთე
         „სინამდვილეში დიდი ადამიანი გაგრძნობინებს, რომ  შენც შეიძლება  გახდე დიდი’’
                                                                                                                   მარკ. ტვენი.
            მოტივაცია ერთ-ერთი  ყველაზე ხშირად გამოკვეთილი ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვან  როლს  თამაშობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში.  მრავალი თეორია ცდილობს ახსნას მოტივაციის გამომწვევი მიზეზები  და გაანალიზოს ის სხვადასხვა ფაქტორთან  მიმართებაში. მოტივაციის გამომწვევ ი  ერთ-ერთ მიზეზის დადგენის შეუძლებლობა ადამიანთა ბუნების  მრავალგვარობაშია. კლასში მოსწავლეები განსხვავდებიან  უნარებით გამოცდილებით, რწმენით რაც განსაზღვრავს იმ ფაქტორების მრავალსახეობას, რაც მათი  მოტივაციის ამაღლებაზე  მოქმედებს. მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ მხოლოდ მაღალი  მოტივაციის პირობებშია შესაძლებელი მასწავლებლის მიერ  მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა .უამრავი დისციპლინათაშორისო თეორია ცდილობს  ახსნას ფაქტორები რომლებიც მოტივაციის ზრდას იწვევს. ესენია :ცოტაოდენი თეორია -მოლოდინების თეორია ,და სწავლის თვითეფექტურობის. ამ თეორიებს აერთიანებს მასწავლებლის მნიშვნელობა მოსწავლის მოტივაციის ამაღლების საკითხში. ატრიბუციის თეორია კი ხაზს უსვამს  მასწავლებლის მხრიდან მუდმივი უკუკავშირის მიცემას. მიღწევების კონტროლს  და მის სწორ ატრიბუციას. სოციალური დასწავლის თეორიაში მოსწავლე სწავლობს მასწავლებელზე დაკვირვებით, მასწავლებელი არის  როგორც მოდელი. ამ და სხვა თეორიებზე დაყრდნობით  უნდა ვაღიაროთ გარემოს როლი წარმატების მისაღწევად მოსწავლის მოტივაციის ჩამოყალიბებაში.
    მოტივაცია არის სტიმული-მიაღწიოს შედეგს. ხოლო ფაქტორის ერთობლიობა კომპლექსურად ახდენს გავლენას მოტივაციის ამაღლებაზე . ეს ფაქტორებია მოსწავლის ფაქტორი ,მისი ჩართულობა, მასწავლებლის  ფაქტორი -მასწავლებლის მიერ კონკრეტული საგნის მაღალ დონეზე ფლობა. ის უნდა ხედავდეს მასწავლებლის  მოტივაციას გადასცეს მას ახალი ცოდნა. ორიენტირებულია მოსწავლის ყურადღების მიპყრობაზე, მას ხშირად სჭირდება მოსწავლის შეფასება და ამ პროცესმა არ უნდა გამოიწვიოს სტრესი და მოტივაციის კლება. ასევე აუცილებელია შინაარსის ფაქტორი რომლის მიწოდებასაც ვცდილობთ. უნდა იყოს გასაგებად  გადმოცემული დროული და მისი ინტერესების შესაბამისი. ასევე საჭირო და აუცილებელია სასწავლო გარემოს ფაქტორი თანამშრომლობითი გარემო  და წახალისება.

         გავეცანი: ,,საქმიანი თამაში,  როგორც  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების  საშუალება
                                4.11.2014  მაია  ფირჩხაძე
                თამაში ადამიანის საქმიანობის უძველესი ფორმაა, თანაც ისეთი, სადაც მას შეუძლია  თავი გამოიჩინოს სხვადასხვა პოზიციაში. იყოს ,,უბრალოდ ის , ვინც არის „  ,,ან გახდეს აქტიური პირი“ ,,წამყვანი“ ,,საქმის ინიციატორი“ და ა. შ.  ამიტომ თამაში კარგი მოტივატორია  პიროვნების დასაინტერესებლად .ცოდნის ასამაღლებლად. უნარ -ჩვევების  დასახვეწად. სასწავლო შემოქმედებით        საქმიანობაში თამაშის ჩართვის  საჭიროებაზე დღეს განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ.
         სათამაშო ტექნოლოგიების მთავარი დამსახურებაა ის, რომ  მოსწავლეები ვერც კი ამჩნევენ როგორ  ერთვებიან სასწავლო პროცესში  და რა დადებითი ემოციებით  ივსებიან . ეს კი მთავარია სწავლისას, ამიტომ მასწავლებელი უნდა ეცადოს  განავითაროს მოსწავლეთა ინიციატივა თამაშების ორგანიზებისათვის და წაახალისოს კიდეც  ისინი ახლის  გამოგონებისათვის.
     თამაში მოსწავლეებს ეხმარება არა მარტო ცოდნის შეძენაში, არამედ პიროვნული თვისებების  განვითარებაშიც. ის ავითარებს სააზროვნო პროცესებს. თამაშს დიდი აღმზრდელობითი  მნიშვნელობა აქვს. მისი ჩატარება შესაძლებელია კომპიუტერისა და გამოთვლითი სისტემის გარეშეც .არ  არის დამოკიდებული დროსა და სივრცეზე.
1.            საქმიანი თამაში  იმიტაციისა
2.            -იმიტაცია
3.            მოდელირება (ჯგუფური, ინდივიდუალური )
4.            -თამაში(რეალურად არსებული ობიექტების , პროცესების , მოვლენების შეცვლილი ფორმა)
                რომელიც სხვადასხვა საშუალებით ხორციელდება. საქმიანი თამაში რეალურ რთულ ცხოვრებისეულ  სიტუაციებს  ასახავს და ამიტომ საგაკვეთილო პროცესში მისი ჩართვა სავსებით  გამართლებულია ,მაგ: ისტორიის გაკვეთილზე წარმოადგენს  რეალური ისტორიული მოვლენების და სიტუაციების  მოდელს , რომელიც შეიძლება  გამოვიყენოთ როგორც პროგნოზი  მომავალი შესაძლო  ისტორიული მოვლენების  მსვლელობისათვის , მათი მოდელირებისათვის
1.       უნარ-ჩვევების განვითარება მიღებული ცოდნის საფუძველზე

2.        უნარ-ჩვევების  განვითარება საჭირო ინფორმაციის მოპოვების  მიზნით
          3.  უნარ- ჩვევების  განვითარება ჯგუფური მოღვაწეობის რეალიზაციის  მეშვეობით
          4.  უნარ- ჩვევების განვითარება კომუნიკაციური კულტურის ჩამოყალიბებით
          5. უნარ-ჩვევების განვითარება საჭირო გამოსვლების, პრეზენტაციების უნარ -ჩვ    ევების დაუფლებით
      თამაში იძლევა უსაზღვრო თავისუფლებას  .საქმიანი თამაშის ფორმებია  : თამაში-ანალიზი დეტალური ანალიზი კონკრეტული სიტუაციისა, რომელიც ამა თუ იმ გარემოებით არის გამოწვეული . მაგ: ისტორიის მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს არასაკმარის მონაცემებს  ისტორიული ინციდენტის შესახებ  და სთავაზობს მათ, შეავსონ პრობლემების ,,ჩამონათვალი“ სპეციალური ლიტერატურის გაცნობით. თამაში ,,გონებრივი იერიში ‘’-მოსწავლეებს ათავისუფლებს დაძაბულობისაგან  .კლასში ყველა მოსწავლეა ჩართულია და კარგი  მოტივატორია საგაკვეთილო მიზნის მისაღწევად.                                                          
      „თამაში -ისტორიული როლების გათამაშება“-მაგ; პარლამენტის სხდომასთან, ასევე საქმიანი თამაშები საზოგადოებრივ  მეცნიერებაში: ,,კონსტიტუციიდან რესპუბლიკამდე“ ,,ნაციონალიზმი და 21-ე  საუკუნე“ ,,პოლიტიკური პარტიის ფორმირება“ ,,თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემები“ და ასე შემდეგ.
   ასეთი თამაშები ხელს შეუწყობს მოსწავლის აქტიურობას და ზრდის  მის მოტივაციას და გამოგვადგება პრაქტიკულ ცხოვრებაში  21-ე საუკუნის საქმიანი ადამიანის თვისებების ჩამოყალიბებაში. ამიტომ წარმატებით  შეიძლება  მათი ფართო გამოყენება სასწავლო პროცესში.
  გავეცანი: სწავლება ნაყოფიერია მაშინ  როცა ინდივიდი მზად არის ამისათვის, ანუ მას სურს  რაღაც იცოდეს .
                                         ახ. განათლება. 12.2018.        
                              



       როგორ ავამაღლოთ მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია.
      საგაკვეთილო პროცესი  მოსწავლეებთან ყოველთვის დაფუძნებულია კეთილგანწყობილ, თბილ ურთიერთობებზე .ძნელია ელაპარაკო სწავლაზე თუ არ იცი რა აკლიათ და რა აწუხებთ. ყოველთვის  უხილავი ძაფები იბმება მოსწავლე მასწავლებელს შორის, რასაც მოყვება შემდგომი ურთიერთობების ჩამოყალიბება .მასწავლებელი ვალდებულია მოთმინებით დაელოდოს მოსწავლის სწავლისათვის მომწიფების დროს.
      სასწავლო  მასალის  სწორი ორგანიზება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.
                         კარგად ჩამოყალიბებული მასალა ადვილად ასათვისებელია, როცა ძველი ეყრდნობა ახალს  და გამომდინარეობს მისგან . სწორედ მასწავლებლის ნიჭზე და უნარზეა დამოკიდებული რამდენად ეფექტიანად  მიმდინარეობს  სწავლება კლასში , ან რამდენად შეძლებს იგი  მოსწავლეების დაინტერესებას .მოსწავლეთა  მოტივაციას  ბევრი ფაქტორი განაპირობებს. სასურველია ჩვენს  მოსწავლეებს ხშირად ჩავაგონოთ ,, რომ მათ ყველაფერი კარგად  გამოუვათ“ მივცეთ საშუალო სირთულის  დავალება .გავაცნობიეროთ იმაში რომ ისინი დავალებებს არა ჩვენთვის  არამედ საკუთარი ცოდნის ასამაღლებლად ასრულებენ. რომ მათი აზრი ღირებულია ჩვენთვის. დავეხმაროთ მოსწავლეებს რეალური მიზნის დანახვაში ,ვასწავლოთ  როგორ მიაღწიონ წარმატებას სწავლაში. შევარჩიოთ მრავალფეროვანი მეთოდები .მოვერიდოთ დამამცირებელ  კომენტარს. ეს ცუდად აისახება მოსწავლის განწყობაზე. შევაქოთ მისი ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა. ასე რომ მასწავლებლები  კონცენტრირებულნი არიან მოსწავლეებში მოტივაციის განსაკუთრებულნი  ტიპი განავითარონ -სწავლის მოტივაცია.
               გავეცანი: ო .დევიძის     მოტივაციური ფაქტორების  გავლენას მოსწავლეთა აზროვნებაზე და გავლენის ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს“
           გარდამავალი ასაკი თავისი განვითარების თავისებურებების გამო, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია მოზარდის ცხოვრებაში რომელიც 11-12  წლებიდან  იწყება და 15-16 წლებამდე გრძელდება .გარდამავალ ასაკში  ცვლილებები ხდება როგორც  მოზარდის ფიზიკურ ისე ფსიქიკურ  და პიროვნების სფეროს განვითარებაში .სოციალური მოთხოვნილებები 3-ჯგუფად იყოფა : სასხვისო და სათავისო და სასხვისო-სათავისო მოთხოვნილებები. პირველი მიმართულია სხვების  ინტერესების დაკმაყოფილებით ,მეორე საკუთარ ინტერესებზეა  მიმართული  ისე რომ ანგარიში არ ეწევა სხვებს. პირიქით სხვები შეიძლება გამოყენებული  იქნას საკუთარი მიზნების  მისაღწევად. რაც  შეეხება მესამეს  ის მიმართულია როგორც საკუთარ, ისე სხვებზე  და ორივეს უწევს ანგარიშს. მისი მაგალითებია მეგობრობა და ამხანაგობა.
                       გავეცანი: შექების მოტივაციური ფაქტორების გავლენა  გარდამავალი  ასაკის მოსწავლეთა აზროვნებაზე .                                                                                                            
         შექება უშუალოდაა დაკავშირებული  ადამიანის სოციალურ მოთხოვნილებათა სფეროსთან  კერძოდ კი მის პრესტიჟულ მოთხოვნილებებთან .შექების მოპოვება სხვადასხვა გზით შეიძლება .შეიქმნა საცდელი საექსპერიმენტო  ჯგუფები  და სკოლის დირექციასთან  შეთანხმებით  გადაწყდა რომ ყოველ დილით მთელი სკოლის  წინაშე  მადლობა გადავუხადო იმ მოსწავლეებს  რომლებმაც წინა დღეს გამოიჩინეს თავი სწავლაში . აქ მხოლოდ შექებას აქვს ადგილი .თუ  ვინმეს არ აინტერესებს შექება შეიძლება თავი არ შეიწუხოს  და ასეთებს  არავინ მოიხსენიებს .შექების მოტივაციური ფაქტორი კი დადებით ფონს ქმნის გარდამავალი ასაკის მოსწავლეთა აზროვნების  მუშაობისათვის . ეს ყველაფერი კი კარგად გამოჩნდა  როცა შემაჯამებელი სამუშაო ჩავატარე  მე-9-ე კლასში .სწორ პასუხთა  რაოდენობა  ნაკლებია  ,ხოლო მოტივირებულთა  კი - ბევრი .
      აქედან შეგვიძლია რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის გაკეთება .ე.ი. შექების  მოტივაციური ფაქტორი უშუალოდ დაკავშირებულია  გარდამავალი ასაკის მოსწავლეთა პიროვნების პრესტიჟულ მოთხოვნილებებთან  და მის მოსაპოვებლად გარკვეულ ინტელექტუალურ აქტივობასთან. აღნიშნული გარემოება მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის გაზრდის  საფუძველი ხდება, რაც მათი აზროვნების რაოდენობრივი  და შემოქმედებითი საქმიანობის გაზრდას იწვევს.                                                                                                 
                გავეცანი: შეჯიბრის გავლენა გარდამავალი ასაკის  მოსწავლეთა აზროვნებაზე.
               პარტნიორზე საკუთარი უპირატესობის მოპოვების ან კიდევ რაიმე მატერიალური ნივთების დაუფლების  მოტივი განსაკუთრებით შეჯიბრების მომენტში მოქმედებს. ინდივიდუალური შეჯიბრების დროს ცდის პირები  საკუთარი  უპირატესობის  მოპოვების მოტივით  ეჯიბრებიან ერთმანეთს . საერთოდ გარდამავალ ასაკში  სხვა უამრავ თვისებებთან  ერთად  წინ იწევს  მეგობრის მდგომარეობის  გაზიარებისა და  ანგარიშის გაწევის გრძნობა. ისინი ამის გამო ხანდახან ცუდ საქმეშიც კი მიყვებიან    ერთმანეთს . გაუტანლობა უცხოა . აღიარების  საკუთარი უპირატესობის მოპოვებისა და დამტკიცების მოტივაციური ფაქტორები ,რომლებიც შეჯიბრების  პროცესის საშუალებით კმაყოფილდებიან  გარდამავალი ასაკის მოსწავლეთა  აზროვნების პროდუქტიულობით გაზრდას  იწვევენ. შეჯიბრება დადებით ემოციონალურ  ფონს ქმნის გარდამავალი ასაკის მოსწავლეთა აზროვნების  მუშაობისათვის .  მოტივაციური  ფაქტორები ამ  ასაკში  გამოვლენილი მეგობრობისა  და ამხანაგობის  გრძნობას და საკუთარი პიროვნების აღიარებას უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე  ამხანაგის ინტერესებს.
        გავეცანი:   მოსწავლის მოტივაციის  სასწავლო პროცესის  და მოტივაციის ჩამოყალიბების სტრატეგიების შესახებ არსებულ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ,,მასწავლებლის ფსიქოლოგიური მომზადების საკითხები“.                                                                                
                  სადაც აღნიშნულია რომ შეუძლებელია რაიმეს  პროგრესის მიღწევა მოტივაციის ამაღლების გარეშე. ამერიკელი ფსიქოლოგები მოტივის 3-ფუნქციას ასახელებენ: მოტივი აღძრავს ქცევას, აძლევს მიმართულებას და უზრუნველყოფს ამ ქცევის განხორციელებით. ქართული ფსიქოლოგიისათვის მოტივის ასეთი გაგება შეიძლება არ იყოს მთლად მისაღები, მაგრამ ის ,რომ ქცევის  ორგანიზაციის საქმეში დიდ როლს ასრულებ ს ეს უდავო ფაქტს წარმოადგენს.
                 სასწავლო ქცევაში მონაწილე მოტივების  ანალიზის საფუძველზე სწავლის  3-ფორმას  განასხვავებს პროფ. შ. ჩხარტიშვილი .                                                                    
  1.მოტივაციურ საყრდენს მოკლებული ლიტერატურული სწავლა- ე. ი. ასეთი სწავლის დროს რაიმეს დასწავლა პირდაპირ მიზანს წარმოადგენს.                                                                                                                                 
   2.ჰეტეროგენული მოტივებით განსაზღვრული სწავლა-ე. ი. როცა სუბიექტი არაა  დაინტერესებული სასწავლო აქტივობით და ცოდნა -ჩვევის შეძენით. ჰეტეროგენული მოტივები  2- სახისაა იძულებითი და თავისუფალი.
   3. ჰომოგენურ მოტივებზე  აგებული სწავლა  ინტელექტუალური აქტივობის მოთხოვნილების საფუძველზე  მიმდინარეობს . ამ დროს  სწავლა ცოდნის ობიექტური  ღირებულების და ცოდნის  მოთხოვნილების საფუძველზე  ხორციელდება .ასეთი მოტივით განპირობებული  სწავლა ნამდვილი სწავლაა. სწორი პედაგოგიური ზემოქმედებით კი ამის მიღწევა შესაძლებელია. 
                       გავეცანი:-მოსწავლეთა მოტივაციის ჩამოყალიბების სტრატეგიები                                                                                                   
      ძირითადად   სკოლაში არის  ბევრი თავისუფლად მოაზროვნე  და დამოუკიდებელი  მოსწავლე. მაგრამ არიან მოსწავლეები, რომლებიც  მასწავლებლის  მხარდაჭერის  გარეშე ვერ ახერხებენ სასწავლო საქმიანობის განხორციელებას. ასეთი მოსწავლეებისათვის მეცნიერები იძლევიან რეკომენდაციებს: 1) ხშირად ჩავაგონოთ  მოსწავლეებს ,რომ ისინი ყველაფერს კარგად გაართმევენ თავს 2)  მივცეთ საშუალო სირთულის დავალებები, წარმატების შემთხვევაში  ისინი საკუთარი თავის რწმენით ივსებიან. 3) დავალებას  აკეთებენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის  . 4) დავეხმაროთ მოსწავლეებს თავი იგრძნონ კლასის სრულუფლებიან წევრებად.
     მოტივაციის ამაღლებაზე მოქმედი ფაქტორებია: 1. მასწავლებლის  ენთუზიაზმი.2.  შესაბამისი მასალა 3. სასწავლო კურსი, რომელიც მაღალ დონეზეა ორგანიზებული.4.  საშუალო სირთულის მასალა 5. მოსწავლის აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში  6. ურთიერთობის ფაქტორი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის 7. მრავალფეროვნება. 8. ცოცხალი ,კონკრეტული და ადვილად გასაგები მაგალითების მოყვანა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას  ხელს სხვა ფაქტორებიც უწყობენ .  :1) რეალური მიზნების დასახვა საკუთარი შესაძლებლობების დანახვა .ვასწავლოთ კრიტიკული მიდგომა  თავიანთი ნამუშევრისადმი.2) წარმატების  მიღწევის სწავლება.3) ხელი შეუწყვეთ მოტივაციის ამაღლებას და არა,, მე მოვითხოვ“ ,,ან აუცილებლად გააკეთე“. 4) არ დაუშვათ მწვავე კონკურენცია მოსწავლეებს  შორის, რაც თანამშრომლობას გამორიცხავს. 5) ააგეთ სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. 6) შეძლებისდაგვარად მოსწავლეებს  მიეცით არჩევანის უფლება. 7)გამოიყენეთ მრავალ ფეროვანი მეთოდები, რაც ხელს შეუწყობს  მოსწავლეთა აქტიურ  ჩართვას სასწავლო პროცესში ,რაც ზრდის  მოტივაციას  როგორიცაა: როლების თამაში , დებატები ,, გონებრივი იერიში“ ,,დისკუსია“ ,,თვალსაჩინოება“. 8) ერიდეთ შეფასების დროს ცუდ ნიშნებს, ის დაპირისპირებისა და რწმენის დაკარგვის  საფუძვლად გვევლინება. 9) გამოიყენეთ პოზიტიური შექება, რაც ზრდის მის  რწმენას. 10) ერიდეთ დამამცირებელ  კომენტარს იგი ბავშვში აჩენს  უარყოფით  ემოციურ ფონს, რაც იწვევს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობის გაფუჭებას.

   
         



 გავეცანი: აბრაამ ჰაროლდ  მასლოუს  მოტივაციის იერარქიულ მოდელს , რომელმაც მოთხოვნილებათა 5- დონე გამოჰყო ,რომელიც ახასიათებს ყველა ადამიანს:
 



Text Box: თვითაქტუალიზაცია პირ.  განვით. და რეალიზაცია 
        
Text Box: თვით. პატივისც. მოთხოვნილება მიღწევა, სტატ. პასუხისმგ. რეპუტაცია
Text Box: მიკუთვნებულობისა და სიყვარულის მოთხოვნილება  ოჯახი, ჯგუფი, ურთიერთზრუნვა, თანაგანცდა
 




                                      
Text Box: უსაფრთხოების მოთხოვნილება სტაბილურობა, დაცვა, წესრიგი, უსაფრთხოება            


Text Box: ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები
კვება, წყურვილი, ძილი, გამრავლება და ასე შემდეგ
 



   როგორც ვიცით,  ადამიანის ქცევა რთული  ფენომენია და გარეგნულად  ერთსა და იმავე ქცევას შეიძლება  განსხვავებული მოტივაცია ედოს საფუძვლად.                                                                                                                       
მაგ: მოსწავლის კარგი ქცევა  შეიძლება სხვადასხვა მოტივით იყოს  განპირობებული .მოტივაციის ფსიქოლოგიაში განასხვავებენ გარეგან და შინაგან მოტივაციას. ეფექტური სწავლება  მოსწავლეთა მოტივაციის  დონეზეა დამოკიდებული . მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების აღმძვრელი შეიძლება იყოს განსხვავებული დონის მოტივაცია.
           გ ა ვ ე ც ა ნ ი: სიტყვა მოტივაციის არსს. ტერმინი,, მოტივი“-ლათინურად ნიშნავს ,,განზრახვას“ .თუმცა ყოველგვარი განზრახვა როდი წარმოადგენს მოტივს. ქცევა შეიძლება წაქეზებული იქნეს გრძნობებით და განწყობით .მოტივი მიზნის მიღწევის  გაცნობიერებული განზრახვაა. პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ამ ტერმინს  იყენებენ სწავლის პროცესში  ჩართულობის მის მიმართ ინტერესისა და დადებითი  განწყობის  აღნიშვნისათვის.  დ. უზნაძის  თეორიიდან გამომდინარე ეს გავლენა  შეიძლება მოდიოდეს როგორც პიროვნების შიგნიდან (ინტერნალური ფაქტორები-მოთხოვნ.  ინტერესები) ისე  გარედან  (ექსტერნალური  ფაქტორები: ჯილდო, შექება)
          მოტივი-ადამიანის ქცევის აზრთ წარმომქმნელი კომპონენტია, ის განიზრახავს პიროვნულ აზრს ,როგორც ადამიანის  საქმიანობის სტრუქტურაში .და ყველა ერთად  განაპირობებს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა სწავლისადმი  მოტივაციის დონის ამაღლებას.
                                                   III    თ ა ვ ი
                 მეთოდოლოგია--და საკვლევი  საკითხები
     საკ ვლევი      კ ი თ ხ ვ ე ბ ი:  მთავარი შეკითხვა: შეუძლია  თუ არა  საგნის მასწავლებელს  აუმაღლოს მოსწავლეებს  მოტივაცია?
  1. რამდენად ხშირად მივმართავთ წახალისების სხვადასხვა ფორმებს?
   2. რამდენად ხშირად იგეგმება  მოტივაციის ამაღლებისათვის  მრავალფეროვანი აქტივობები?
   3.  როგორ მოქმედებს  მოსწავლეთა მოტივაციაზე  მასწავლებელთა მხრიდან  მუდმივი უკუკავშირი
4.იწვევს თუ არა სასწავლო გარემო ფაქტორი  მოსწავლეთა მოტივაციაზე გავლენას?
 5.იწვევს თუ არა  მოტივაციის  ამაღლებას  ინტეგრირებული  გაკვეთილები , საწრეო მუშაობა, ვიქტორინა, ფილმის ჩვენება და ასე შემდეგ.
 6. როგორ  ხდება მოსწავლეებში მასწავლებლის  როლის გათვალისწინებით მოტივაციის ამაღლება ?
  7.მოტივაციის  ასამაღლებლად თანამშრომლობს თუ არა მასწავლებელი მშობლებთან?     
                           

        ს ა მ ი ზ ნ ე        ჯ გ უ ფ ი:

სკოლის ადმინისტრაცია
მოსწავლეები
მასწავლებლები
მშობლები
ვინაიდან კვლევის დროს გვესაჭიროება სასკოლო რესურსები
ადმინისტრაცია უნდა იყოს ჩართული
ჩემი უპირველესი მიზანია ავუმაღლო საქართველოს ისტორიის სწავლების მოტივაციის დონე მოსწავლეებს
ჩემი მიზანი იყო გამეგო სხვების აზრი და გამოცდილება თუ სხვებსაც ექნებოდათ ასეთი პრობლემა, ველოდებოდი მათგან რა რჩევებს მომცემდნენ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით
მაინტერესებს ვიცოდე იწვევს თუ არა მოტივაციის ამაღლებას პროექტული და ინტეგრირებული
სწავლება, ფილმების ჩვენება, ვიქტორინა, ექსკურსიები და სხვა
            


          




          კ ვ ლ ე ვ ი ს         მ ე თ ო დ ე ბ ი
·         საკვლევი  თემა: მოტივაცია
·         კვლევის მეთოდი: ანკეტირება ,ინტერვიუ
·         სამიზნე ჯგუფი  : მოსწავლე , მშობელი, მასწავლებელი.  
·         ანკეტირება: მოსწავლეებთან ,ადმინისტრაციასთან  და მშობლებთან
               
     ინტერვიუ: მასწავლებლები
მოვამზადე  კითხვები- მოსწავლეებისათვის ( დანართი 1 )  მშობლებისათვის  (დანართი 2)  და ადმინისტრაციისათვის( დანართი    3)  ამ სახის მეთოდს  მივმართავ  იმიტომ, რომ გამეგო მათი აზრები არსებულ პრობლემასთან  დაკავშირებით             
        

    კ ვ ლ ე ვ ი ს   გ ა ნ რ ი გ ი        ვ ა დ ე ბ ი

N
აქტივობა
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
1
საკვლევი თემის შერჩევა
ü   





2
გაკვეთილზე დაკვირვება

ü   




3
ლიტერატურის გაცნობა

ü   
ü   
ü   


4
საკვლევი თემის მიმოხილვა, კითხვარის შედგენა დამუშავება და გამოკითხვა. მიღებული შედეგების ანალიზი

ü   




5
ინტერვიუ პედაგოგებთან



ü   


6
ინტერვენციების განხილვა და განხორციელება



ü   


7
ინტერვენციების შედეგების ანალიზი



ü   
ü   

8
შედეგების გაცნობა პრეზენტაცია სკოლის პედაგოგებთან - რეკომენდაციები





ü   
                                                                                                                   
                                 
                   



  
                       IV   თავი
                                         კვლევის შედეგები
მონაცემთა ანალიზი- მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები
1.      მასწავლებლის მხრიდან წახალისების შემდეგ იზრდება თუ არა მოსწავლეთა მოტივაცია.

2.      იგეგმება თუ არა ხშირად მოტივაციის ამაღლებისათვის მრავალფეროვანი აქტივობები?

3.      ზრდის თუ არა მოტივაციას როლური თამაშები, საწრეო მუშაობა, ვიქტორინა და ასე შემდეგ

            
4.      მოქმედებს თუ არა დავალების სირთულე მოსწავლის მოტივაციაზე?

5.      პედაგოგის როლი მოტივაციის ამაღლების მიზნით?


6. როგორ მოქმედებს დავალების სირთულე მოტივაციის დაქვეითებასთან დაკავშირებით?
მშობელთა გამოკითხვის შედეგები:
1.      რამდენად იყენებენ მშობლები მოტივაციის ამაღლების მიზნით წახალისებას და განმავითარებელ შეფასებას?


2.      როგორია მშობელთა ჩართულობა და თანამშრომლობა სწავლის პროცესში მოტივაციის ამაღლების მიზნით.


3.      როგორ ეხმარება მშობელი პედაგოგს შვილის მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებით?


       ინტერვიუ  მასწავლებლებთან
       მიღებული მონაცემების საფუძველზე ,დავადგინე რომ  საქართველოს ისტორიაში  უნდა ჩატარდეს სხვადასხვა სახის აქტივობები .უფრო შედეგიანია  ვიდეო -რგოლების  გამოყენება ,ვიქტორინა ,ტესტებზე  მუშაობა როლური მუშაობა და ასე შემდეგ. ხშირად  ჩავრთოთ მშობლები, რომლებიც ხშირად შორს დგანან სკოლიდან  და ამის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ამიტომ კარგად უნდა  ავუხსნათ მათ საკუთარი როლი შვილის წინსვლა განვითარების საქმეში. ხშირად უნდა მივცეთ მოსწავლეებს  განმავითარებელი შეფასება. ეს მათზე ძალიან კარგად მოქმედებს, რომელიც აუმაღლებს მოტივაციას  და დაეხმარება გაკვეთილის უკეთ მომზადებაში .

         
     
 ანკეტა  ადმინისტრაციისათვის
     აღნიშნული მეთოდით  დავადგინე თუ რა არის მიზეზი  მოსწავლეთა მოტივაციის  დაქვეითების:პედაგოგთა მიდგომა  და დამოკიდებულებები ,ახალი  სახელმძღვანელოები , მშობლებთან თანამშრომლობა.  აქედან გამომდინარე მასწავლებელმა უნდა განახორციელოს  მოსწავლეთა  ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში და შეირჩეს მათთვის  საინტერესო  მასალები მათი ასაკიდან გამომდინარე. მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ რომ  სწავლა  სიამოვნებაა და არა სასჯელი.  დავუსახოთ ახალი იმედები. დავამყაროთ მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობა და  კეთილგანწყობა.
       ძ ირ ი თ ა დ ი      მ ი გ ნ ე ბ ე ბ ი :  მონაცემთა ანალიზის შედეგად  მიგნებულია  პრობლემა -მოსწავლეებს აქვთ დაბალი მოტივაცია საქართველოს  ისტორიისადმი . ძალიან ნაკლებად ჩანს მასწავლებლის  როლი მოტივაციის ამაღლების კუთხით. ისინი ნაკლებად  არიან ჩართულები  სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. განიცდიან შექებისა და ჯილდოს ნაკლებობას. მიცემული დავალების სირთულე უქვეითებს მოტივაციას  სწავლისადმი .მშობლები ნაკლებად არიან ჩართულნი შვილების მოტივაციის ამაღლების საქმეში . მათ  არ იციან რომ სხვადასხვა კუთხით მოტივაციის ამაღლება ხელს უწყობს საგნისადმი  ინტერესს და სწავლების დონეც მაღალია . ხშირად არ იყენებენ  მოტივაციის ამაღლების მიზნით ოჯახში შექებას , წახალისებას, ჯილდოს .   
                                              V   თ ა ვ ი
    ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ე ბ ი :      მონაცემთა ანალიზის დადგენის შემდეგ  გადავწყვიტე :
    1.მოვიძიე და გავეცანი მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ  ლიტერატურას
    2. განვსაზღვრე მოტივაციის ამაღლებასთან  დაკავშირებული საჭირო სტრატეგიები
    3. შევიმუშავე სხვადასხვა ინტერვენციები მოტივაციის ამაღლების მიზნით
   4 . გამოვკვეთე მასწავლებლის როლი, თუ რა ხერხით შეეცდება  მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.
                ეს ყველაფერი ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე  დავგეგმე და განვახორციელე: ვიქტორინა , საწრეო მუშაობა, საქმიანი თამაში  იმიტაციისა, თამაში- გონებრივი  იერიში, ჩავრთე მოსწავლეები ემუშავათ ისტორიულ  მონაცემთა ანალიზის ტესტებზე. აქ  მოსწავლეებმა დაინახეს  თუ  რაში  მდგომარეობს მასწავლებლის როლი მისი ენთუზიაზმი, შრომისმოყვარეობა, ჰუმანურობა. როგორ ვიყენებდი პოზიტიურ დადებით შექებას და ვცდილობდი გარკვეულ საკითხებში მოსწავლეთა დახმარებას, ვიყავი მათი დამხმარე ე. ი.  ფასილიტატორი რომელმაც გაუღვიძა მოსწავლეებს საქართველოს ისტორიისადმი სწავლების ინტერესი.
           მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე და გადავწყვიტე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების  მიზნით ჩამეტარებინა მათთვის  საინტერესო მუშაობა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სხვადასხვა სახის  აქტივობებით და მასწავლებლის დახმარებით იზრდება მოტივაცია სწავლისადმი.
1.    ი ქ ტ ო რ ი ნ ა:
      მიზანი:  მოსწავლეთა გუნდური მუშაობა, ინფორმაციის სწრაფად დამუშავების  ურთიერთ კომუნიკაციის დახვეწის და შეძენილი ცოდნის  განმტკიცება, მოსწავლეებს უვითარდებათ აქტიური მოსმენის უნარი და ლოგიკური აზროვნება.
    ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ს  შეფასება: ვთავაზობ მოსწავლეებს  კითხვებს სხვადასხვა თემატიკაზე.
         შ ე დ ე გ ი: გამარჯვებულის გამოვლენა  და დასაჩუქრება. მოსწავლეებს უვითარდებათ ინფორმაციის სწრაფად დამუშავების უნარი. ვიქტორინა უვითარებს მოსწავლეს სწრაფი  აზროვნების , ყურადღების დაკვირვებულობის, სწორი დასკვნების გამოტანის, სწრაფი შესაფერისი პასუხის შერჩევის უნარს. აჩვევს  თანამშრომლობას თანაკლასელებთან ჯგუფური  მუშაობის შესრულებისას. მათ შეუძლიათ გაიგონ და გაანალიზონ სხვისი ნააზრევი განსაზღვრულ დროში.
2.  ს ა წ რ ე ო        მ უ შ ა ო ბ ა  
მ ი ზ ა ნ ი:  მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, საკუთარი აზრის  გამოთქმა .  საუბრის უნარის განვითარება. 
    ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ი ს   შეფასება:  მოსწავლეები  ასრულებენ სხვადასხვა სახის სავარჯიშოებს და  დავალებებს. მასწავლებელი მათთან ერთად და მათი დახმარებით ეტაპობრივად ხსნის ახალ სიტყვებს  .ისინი ერთმანეთს უსვამენ მარტივ კითხვებს.  საუბრობენ და არჩევენ მოკლე ისტორიულ მოვლენათა ამსახველ ტექსტებს.
     შ ე დე გ ი.    ეჩვევიან თავისუფალ საუბარს. ხდება მოსმენის უნარისა  და თანამშრომლობის განვითარება.

3. ს ა ქ  მ ი ა ნ ი   თ ა მ ა შ ი   ი მ ი ტ ა ც ი ა :
მ ი ზ ა ნ ი : ავამაღლო მოსწავლეებში  თანაგანცდის საკითხი
ი ნ  ტ ე რ ვ ე ნ ც ი ი ს   შ ე ფ ა ს ე ბ ა:  მასწავლებელი ეტაპობრივად  მოსწავლეთა დახმარებით ხსნის  სახელმწიფოს  მდგომარეობას არსებულ საფეხურზე.  აანალიზებს საქართველოს სახელმწიფოს მდგომარეობას  ყველა კუთხით. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ  იმიტაციაში  ,,მე როგორც  პარლამენტარი „     რას გავაკეთებ ქვეყნისთვის.  ისინი თამაშის სახით ეუფლებიან ქვეყნისთვის საპასუხისმგებლო საქმეს.
 შ ე დ ე გ ი: ეჩვევიან საკუთარი  მოსაზრებების  გამოთქმა  დასაბუთებას , ამით კი უვითარდებათ ანალიტიკური , კრიტიკული აზროვნება და სწავლობენ საკუთარ სამშობლოზე ზრუნვას.

4.      ი ს ტ ო რ ი უ ლ  მ ო ნ ა ც ე მ თ ა      ანალიზის  ტესტების  გაკეთება

მ ი ზ ა ნ ი:  საქართველოს ისტორიის ობიექტური შეფასება. ერთიან სასკოლო  გამოცდაში მონაწილეობის გამოცდილებამ  გაზარდოს  მოსწავლეთა თვითშეფასების უნარი  .საგნის შესწავლის მოტივაციის გაძლიერება.

 ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ი ს  შეფასება: ვთავაზობ  მოსწავლეებს სასკოლო გამოცდებისათვის სხვადასხვა  სახის სავარჯიშოებს. წაიკითხავენ  ტექსტებს . დაამუშავებენ დავალებებს  და წერენ  მოკლე ტექსტს  სიტუაციიდან გამომდინარე.
შ ე დ ე გ ი:  მოსწავლეები დაძლევენ  არსებულ პრობლემებს მიეჩვევიან  ანალიტიკურ აზროვნებას. დაძლევენ  გამოცდებთან  დაკავშირებულ  შიშს.
5.    ი ს ტ ო რ ი უ ლ ი    ფ ი ლ მ ი ს    ჩ ვ ე ნ ე ბ ა
მ ი ზ ა ნ ი :  მოსწავლეები უყურებენ, უსმენენ და ახერხებენ ამა თუ იმ  საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვას ,კერძოდ პატრიოტიზმის საკითხზე. სამშობლოს  სიყვარულის მოტივის  გზით.
ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ი ს     შეფასება: მასწავლებელი ეტაპობრივად  მოსწავლეთა დახმარებით ხსნის  აღნიშნული ეპოქის  ისტორიას  და მოსწავლეები აქტიურად  მონაწილეობენ  მასში . მასწავლებელი ზრდის  მოტივაციას  სამშობლოს სიყვარულისადმი.
შ ე დ ე გ ი : გამოიწვია კლასის დაინტერესება . ეჩვევიან  საკუთარი აზრების  გამოთქმა -დასაბუთებას  და მოტივაციის  დონე გაძლიერდა საგნის მიმართ. ცდილობენ უკეთესად დაეუფლონ  საქართველოს ისტორიას

                                                        VI თ ა ვ ი
    რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ე ბ ი :     1. სასწავლო პროცესი გაამდიდრეთ მრავალფეროვანი აქტივობებით  და სტრატეგიებით:
 1. როლური თამაშები. საინტერესოს  გახდის სასწავლო პროცესს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სასწავლო სიტუაციისა და ბუნებრივი რეალური სიტუაციის საფუძველზე.
 2. ვიქტორინები . მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს შესთავაზოს ისტორიული თარიღებისა და მოვლენების შესახებ  ღია და დახურული სახის ტესტები., რომელიც მიეწოდება მარტივი სახით ასეთი სამუშაო ხელს შეუწყობს
ინფორმაციის სწრაფ დამუშავებას და  ლოგიკური აზროვნების განვითარებას.
             მოტივაციის ამაღლებისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები :
     1. ყველა მოსწავლისათვის  გარკვეულ შემთხვევაში არჩევანის უფლების მინიჭება
     2. თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა
     3. სჯეროდეთ ყველა მოსწავლეს  საკუთარი შესაძლებლობების
    4. აუცილებლად იქნეს გათვალისწინებული მოსწავლეთა რჩევები
შ ე დ ე გ ე ბ ი   ყველა  განხორციელებულმა ინტერვენციებმა დაძლია ის პრობლემა, რაც ჩემი კვლევის მიზეზი იყო . რაც გამოიხატება შემდეგში :აქტივობების  განხორციელება მასწავლებლის როლის  გათვალისწინებით, პროექტებში ჩართვა . ვიქტორინებსა და ისტორიის ტესტებზე მუშაობა .აზრის თავისუფლად გამოთქმა ,დასაბუთება მასწავლებლის შრომის მოყვარეობა.
  ჩატარებული კვლევის შედეგად  გამოიკვეთა ასეთი შედეგი, რომ მასწავლებელს  საბაზო საფეხურის მოსწავლეებში საგნისადმი დაინტერესების მიზნით მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. მაშინ როცა საგნის მასწავლებელი გამოირჩევა დიდი შრომისმოყვარეობით და ყოველთვის ბავშვების გვერდითაა ამ  შემთხვევაში მოსწავლეთა მოტივაცია მაღლდება.



1.    კვლევის დაწყებამდე:


2.      კვლევის შემდგომი შედეგები:


                                                                          VII თავი
   დ ა ს კ ვ ნ ა :  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის  მე- 9-ე კლასში  ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რომელიც  მოიცავდა პრობლემის შესწავლას შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა -განხორციელების და შეფასების ეტაპებს ასეთი დასკვნის გაკეთება  შემიძლია. ის ახალი  მეთოდები და რეკომენდაციები რასაც გვთავაზობს  თანამედროვე განათლების სისტემა, ნამდვილად ეფექტურია და მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული ,თუ ჩვენ ამ ახალი მიდგომებით ვიხელმძღვანელებთ შევძლებთ სასურველ შედეგზე გასვლას
 რასაც ითვალისწინებს ერ. სასწ.  გეგმა. ჩემი პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევა და მიღწეული შედეგიც ამის ნათელი დადასტურებაა.
   მშობლის ჩართულობა რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია  სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა წარმატებებისათვის ეს ჩატარებული  გამოკვლევის  შედეგადაც დადასტურდა, ხოლო მასწავლებლის შრომისუნარიანობა სხვადასხვა  აქტივობების  და მეთოდური საშუალებების  გამოყენებით შესაძლებელს ხდის  საბაზო საფეხურზე  მოტივაციის ამაღლებას რაც გამოიხატება მოსწავლეთა მეტი აქტიურობით და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმით











  ბ ი ბ ლ ი ო გ რ ა ფ ი ა :
1.    აბრაამ  მასლოუ -მოტივაციის იერარქიული თეორია.
2.    გაზეთი ახალი განათლება-12. 2018 ,,როგორ ავამაღლოთ მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია“.
3.    დევიძე ო,-,,მასწავლებელთა ფსიქოლოგიური მომზადების საკითხები“. ქუთაისი 2009.
4.    დევიძე ო,- ,,მოტივაციური ფაქტორების  გავლენა მოსწავლეთა აზროვნებაზე“. ქუთაისი 2013 წ.
5.    ეროვნული სასწ. გეგმა, მოსწავლის მოტივაციის გაზრდა ,მუხლი 34.
6.    თეზელაშვილი ს, ფსიქოლოგიური ენციკლოპედია  თბილისი  2007 წ.
7.    მასწავლებლის პროფესიული  განვითარების ცენტრი 2008.წ,,მოტივაცია და მოტივაციის  ამაღლების საშუალებები.
8.    მასწ. ჯი ინტერნეტ გაზეთი 2013 .სწავლის მოტივაცია-თეორია და სტრატეგიები.
9.    მასწ.ჯი. ირ .აბულაძე  24 ივნისი. 2014 წ ,, მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში“
10.  მასწ. ჯი. მაია ფირჩხაძე 4.11.2014წ. ,,საქმიანი თამაში  როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების საშუალება.


















დ ა ნ ა რ თ ი 1:  მოსწავლის ანკეტა
1.      დღეს საზოგადოებისათვის, თქვენი აზრით  არის თუ არა სწავლა პრესტიჟული ?
   ა. დიახ.
   ბ. ნაწილობრივ
   გ. არა
2. თქვენი აზრით საქართველოს ისტორიის მასწავლებელმა რა უნდა გააკეთოს  დაინტერესების მიზნით ?
   ა. ვიქტორინა
  ბ. ინტეგრირებული  გაკვეთილი
   დ. და სხვა..........
3.თქვენი აზრით როგორი მასწავლებელი შეძლებს თქვენში სწავლისადმი მოტივაციის  ამაღლებას?
 ა. ჰუმანური
 ბ. სამართლიანი
 გ. შრომის უნარიანი
 დ. და სხვა........
4.თქვენი აზრით როგორი ტიპის გაკვეთილები  უნდა ჩაატაროს  მასწავლებელმა რომ ადვილად შეძლოთ ისტორიის საგნის შესწავლა?
 ა. თამაშით სწავლა
 ბ. ინოვაციური გაკვეთილები
 გ. ჯგუფური
 დ. და სხვა.......
5.როგორ მოქმედებს შექება ან წახალისება მასწავლებლისგან, ზრდის თუ არა მოსწავლეთა მოტივაციას?
 ა. დიახ
 ბ. არა
 გ .ნაწილობრივ

 6.ვანიჭებ თუ არა უპირატესობას გამოცდებსა და ოლიმპიადებში ჩართვას?
 ა. დიახ
 ბ. არა
 გ. ნაწილობრივ

7.მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია თუ არა ქულა?
 ა. დიახ
 ბ. არა
 გ. ნაწილობრივ

 8. მოქმედებს თუ არა დავალების სირთულე მოტივაციაზე?
 ა. დიახ
 ბ. არა
 გ. ნაწილობრივ

9. მოქმედებს თუ არა მოტივაციის ამაღლებაზე მრავალფეროვანი აქტივობები?
 ა. დიახ
ბ. არა
 გ. ნაწილობრივ

დ ა ნ ა რ თ ი :2  .ანკეტა მშობლებისათვის

1.      ეხმარებით თუ არა თქვენი შვილის მასწავლებელს მოტივაციის ამაღლების პროცესში?
ა. ხშირად ვსაუბრობ შვილთან
ბ. ვთანამშრომლობ მასწავლებელთან
გ. იშვიათად


2.      ყოველდღიურად ეხმარებით თუ არა შვილს დავალების მომზადებაში?
 ა. დიახ
 ბ. არა
გ. ნაწილობრივ
3.იყენებთ თუ არა მშობლები  შვილებთან  მოტივაციის ამაღლების მიზნით სიტყვიერ წახალისებას ან ჯილდოს?
ა. დიახ
ბ. არა
გ. ნაწილობრივ
4.ძირითადად ვინ ეხმარება ბავშვს სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებაში?
 ა. მასწავლებელი
 ბ. მშობელი
 გ. მეგობრები
5.ხშირად ხართ თუ არა დაკავებული აუმაღლოთ თქვენს შვილს მოტივაცია საქართველოს ისტორიის საგნისადმი ,როგორც საკუთარი ერის ისტორიისადმი?
ა. დიახ
ბ. არა
გ. ნაწილობრივ

6.იყენებთ თუ არა შვილებთან მოტივაციის ამაღლების მიზნით გარეგან სტიმულს?
 ა. დიახ
 ბ. არა
 გ. იშვიათად
7.როგორია ჩართულობა თქვენი შვილისა პედაგოგის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში?
ა. ხშირად
ბ. იშვიათად
გ. ნაწილობრივ


დ ა ნ ა რ თ ი 3. ანკეტა ადმინისტრაციისათვის

1.      როგორ ხედავთ მნიშვნელოვანია  თუ არა მშობელთა ჩართულობა და თანამშრომლობა აღნიშნულ მოტივაციასთან დაკავშირებით.
ა. დიახ
ბ არა
გ. ნაწილობრივ

2.      რა არის მიზეზი მოსწავლის მოტივაციის დაქვეითების გარდატეხის ასაკში?
ა. მასწავლებლების მიდგომა დამოკიდებულებები
ბ. არასწორად შერჩეული სახელმძღვანელო
გ. და სხვა...........................

3.      რა რჩევებს მისცემდით საქართველოს ისტორიის მასწავლებელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით.
.......................................................
.........................................................
......................................................

დ ან ა რ თ ი 4. ინტერვიუ  მასწავლებლებთან

1. რომელი მნიშვნელოვანი ფაქტორები შეუწყობს ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას?
2. რა განაპირობებს საგნისადმი სიყვარულს?
3. რა რეკომენდაციებს მისცემდით საქ. ისტორიის მასწავლებელს  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით.
4. თქვენი  გამოცდილებიდან გამომდინარე როგორ ზრდის მოტივაციას სიტყვიერი შექება-წახალისება. რა აზრისა ხართ ამ საკითხზე?



   




რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
      სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო  სკოლაში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა ,,მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა საბაზო საფეხურზე მასწავლებლის როლის გათვალისწინებით საქართველოს ისტორიის სწავლებისას“.
კვლევის მიზანი იყო საბაზო საფეხურზე  მოსწავლეთა მოტივაციის გაუმჯობესება და საქართველოს ისტორიის  გაკვეთილზე უკეთ შესწავლისათვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება. მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლი რომ  შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება. კვლევა განხორციელდა 2018-2019  სასწ. წელს- 6 თვის მანძილზე მოსწავლეთა გამოკითხვა, ანონიმური ანკეტირება და წერილობითი ფორმა მოსწავლეთათვის საინტერესო იყო, საინტერესო იყო ასევე  განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა და ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები,
ფილმების ყურება ,პროექტებზე მუშაობა და ისტორიულ ტესტებზე  მუშაობა.
          კვლევის შედეგების გაზიარების მიზნით შეხვედრა გავმართე 20 ივნისს და კვლევის ანგარიში წარვადგინე კვლევის სამიზნე ჯგუფთან  . მე-9-ე კლასის მოსწავლეებთან, მშობლებთან, ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან რომლებიც ამ კლასს ასწავლიან. წარდგენილ პრეზენტაციაზე დეტალურად განვიხილეთ კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები და დასკვნები. შედეგები წარვადგინე დიაგრამების სახით. კვლევის შედეგების გაზიარება  საინტერესო აღმოჩნდა როგორც  მოსწავლეთათვის  ასევე  მასწავლებლებისათვისაც  მათ აღნიშნეს, რომ  კვლევა დაეხმარა მათ სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში ,ვინაიდან თვითონ იყვნენ ჩართულები  ამ პროცესში და მოტივაციის ამაღლების  სხვადასხვა საშუალებებს მიმართავდნენ. აქ მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ მომავალშიც.
  კოლეგების მიერ მოცემული უკუკავშირიდან ჩანდა, თუ როგორ აისახა  კვლევის შედეგები მათ პრაქტიკაში, ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ თემა მართლაც აქტუალურია, რადგან მსგავსი პრობლემა არის თითქმის  ყველა საგანში. იმედი მაქვს  კვლევის მიგნებებისა და  რეკომენდაციების გათვალისწინება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლის პროცესის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას. კოლეგების მხრიდან უკუკავშირი იყო როგორც დადებითი ისე უარყოფითი .პრეზენტაციის დროს გამოიკვეთა რომ ნაკლები ჩართულობა განაპირობა  კვლევის ჯგუფის მხრიდან  კვლევის განხორციელებისათვის საჭირო გამოცდილების ნაკლებობამ.
   ვფიქრობ კვლევის დროს შეძენილი ცოდნა  და გამოცდილება  დამეხმარება მომავალშიც  ვიმუშაო კვლევაზე ჩემი და ჩემი კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის  გაუმჯობესების და სასწავლო გარემოს ,ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
         მოქმედი სტრატეგიების იმ თანმიმდევრობის  განხორციელება ,რაც აღნიშნული პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევისას განვახორციელე გამოადგება კოლეგებს, რომლებსაც საკუთარ პრაქტიკაში  შეექმნებათ მსგავსი პრობლემები.